იყო თუ არა პიკეს გოლისას თამაშგარე? - ვალვერდემ კითხვას უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ატლეტიკოსთან" 2:3 წაგება "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შემდეგნაირად ახსნა.

"ჩვენ ისე დავინახეთ, თითქოს პიკეს გოლისას თამაშგარე მდგომარეობა არ იყო, მაგრამ გვითხრეს, რომ ვიდალი მილიმეტრებში იყო.

ვდომინირებდით, თითქოს ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, "ატლეტიკომ" კი თამაში შემოატრიალა. როდესაც ანგარიში გაათანაბრეს, არ ვიცოდით, ისინი როგორ შეგვეჩერებინა.

ჩემი გადაყენება? მწვრთნელის მდგომარეობა ყოველთვის არასტაბილურია და ზეწოლა წაგებისას ძლიერდება", - ციტირებს ვალვერდეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფერიც არ იყო თამაშმდგომარეობა.
გოჩა
10:21 10-01-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული