El Barca RAC 1: ერნესტო ვალვერდეს 13 იანვარს გადაყენებას უპირებენ

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" წაგებამ (2:3) აღაშფოთა "ბარსელონას" ხელმძღვანელობა და მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს სამუშაოდან დათხოვნა უკვე სერიოზულად დადგა დღის წესრიგში.

El Barca RAC 1-ის ჟურნალისტი პოუ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 13 იანვარს კატალონიური კლუბის დირექტორთა საბჭო რიგგარეშე კრებას ჩაატარებს და ვალვერდეს გადაყენების საკითხს განიხილავს.

ვალვერდე "ბარსელონას" 2017 წლიდან უდგას სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული