"ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩი ლამის ჩხუბით დასრულდა.
კონფლიქტი "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესისა და "ატლეტიკოს" თავდამსხმელ ჟოაო ფელიშს შორის მოხდა. ფეხბურთელები ერთმანეთს თავებით დაეტაკნენ, რის შემდეგაც კონფლიქტში სხვა ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ინციდენტის შედეგად ყვითელი ბარათი ლუის სუარესმა მიიღო, რომელიც საკმაოდ ემოციურად იქცეოდა.
მანამდე ფელიშს კონფლიქტი ხორდი ალბასთანაც მოუვიდა.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკომ" "ბარსელონა" 3:2 დაამარცხა.