უკლებლივ ყველა წამყვანი ესპანური გამოცემა იუწყება, რომ ამ წუთებში "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომა დაიწყო, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია - დატოვონ თუ გადააყენონ გუნდის მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე.
კატალონიის რადიო ამტკიცებს, რომ ვალვერდე კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე ინფორმირებულია, დეტალები კი მის აგენტთან განიხილება.
ESPN-ის ჟურნალისტი მოი ლორისი იტყობინება, რომ ვალვერდემ ბაზაზე პირადი ნივთები უკვე შეაგროვა და ხვალ გუნდს დაემშვიდობება.