მძიმე სურათი "ბარსელონაში" - სეტიენი მივიდა, ვალვერდე არ წავიდა...

AutoSharing Option
"ბარსელონაში" კომიკური სიტუაციაა
"ბარსელონას" დირექტორატმა საგანგებო კრებაზე გუნდის მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და ეს მას კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ აცნობა.

"ბარსამ" "ბეტისის" ყოფილ თავკაცს, კიკე სეტიენს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა, რაც ოფიციალურად უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ...

მაგრამ მოხდა ერთი უცნაური "მაგრამ" - სახელდობრ, RAC1-ის ცნობით, კატალონიური კლუბი და ვალვერდე ხელშეკრულების გაწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ და გამოდის, რომ ამ მომენტში გუნდში ორი მთავარი მწვრთნელია.

შუა სეზონში ვალვერდეს სამუშაოდან დათხოვნა იმან გამოიწვია, რომ კლუბის ხელმძღვანელები ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" დამარცხებამ დააფრთხო -
შეეშინდათ, სეზონი გუნდმა საერთოდ არ ჩააგდოს და წარმომადგენლობითი დელეგაცია საუდის არაბეთში ხავის დასაყოლიებლად გაგზავნეს, რომელმაც უარი განუცხადა. უარით გაისტუმრეს "ბარსელონა" აგრეთვე ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა რონალდ კუმანმა და დროებით უმუშევარმა მაურისიო პოჩეტინომაც.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Pepis mere am gunds mcvrtneli aryolia. Es setieni amis dasturia. Am ambavshi yvelaze saintereso is aris rom kumanma da pochetonom tqves uari shetavazebaze
Milani
08:34 14-01-2020
1

სიახლეები პოპულარული