El Larguero-ს ცნობით, "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს სხდომა დასრულდა, რომელმაც გუნდის მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცემის მტკიცებით, კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ ამის შესახებ ვალვერდეს უკვე აცნობა.
"ბარსა" ვალვერდეს გადაყენებას მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, პრესკონფერენცია კი ხვალ, 14 იანვარს გაიმართება.
გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი "ბეტისის" ყოფილი თავკაცი კიკე სეტიენია. მისი აგენტი მოლპარაკებების საწარმოებლად უკვე ჩაფრინდა ბარსელონაში.
ერნესტო ვალვერდე გადაყენებას ელოდება - ამ წუთებში "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს