მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია - "ბარსელონაში" ვალვერდე სეტიენმა შეცვალა

AutoSharing Option
"ბარსელონას" დირექტორატმა საგანგებო კრებაზე მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და მის ნაცვლად კიკე სეტიენი დანიშნა, მაგრამ ვალვერდემ თავიდან კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი განაცხადა და გუნდში "ორხელისუფლებიანობა დამყარდა". თუმცა, საბოლოოდ, მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე და კატალონიურმა კლუბმა ცვლილებების შესახებ ოფიციალური ცნობა გაავრცელა.

"ბეტისის" ყოფილ თავკაცს, კიკე სეტიენს "ბარსამ" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. 61 წლის სეტიენი დროებით უმუშევარი იყო და მას კარიერაში მწვრთნელის რანგში არც ერთი ტიტული არ მოუგია.

შეგახსენებთ, "ბარსელონას" მწვრთნელობაზე უარი ხავიმ, რონალდ კუმანმა და მაურისიო პოჩეტინომ განაცხადეს და დღეს,
14 იანვარს, სეტიენს პრეზენტაციას მოუწყობენ.

ცნობისათვის, "ბარსელონამ" მწვრთნელი ბოლოს შუა სეზონში 2003 წელს დაითხოვა სამუშაოდან - ლუი ვან გაალი, როდესაც კატალონიური გუნდი ლიდერს 20 ქულით ჩამორჩა. საბოლოოდ ის სეზონი "ბარსამ" მეექვსე ადგილზე დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ ბართომეუ არ გაა....ს მანამდე ბარსას არ ეშველება.ეს ხალხი გუნდს დაღუპავს...
კარგით რა
17:36 14-01-2020
0
პოჩეტინო ბიჯოოო, რა სეტიენი არა ქარიმან სეტიელი კიდე:))
zviads
12:44 14-01-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული