"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი: გუშინ ძროხებთან ვსეირნობდი, დღეს კი ვარსკვლავებს ვავარჯიშებ

AutoSharing Option
კიკე სეტიენმა "ბარსელონას" მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით ემოციები ვერ დამალა:

"გუშინ ჩემს სოფელში ძროხებთან ერთად ვსეირნობდი, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვავარჯიშებ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

შემოთავაზების შემდეგ 5 წუთიც არ მიფიქრია. ვერც წარმოვიდგენდი, თუ "ბარსა" მე ამირჩევდა. მდიდარი რეზიუმე არა მაქვს. უბრალოდ, სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, დავამტკიცე, რომ ეს ფილოსოფია მომწონს.

ერთადერთი, რასაც მივაღწიე - ჩემი წინა გუნდები ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ. არ ვიცი, საკმარისი იყო თუ არა ეს იმისათვის, რათა ასეთი შესაძლებლობა მოეცათ. თუმცა, მე მადლობელი ვარ.

ერთხელ გვარდიოლას მიპატიჟებით მესის ვარჯიშს
ვუყურე. მივედი და ვთხოვე, 60 წლამდე ან გარდაცვალებამდე ითამაშოს", - ციტირებს სეტიენს As-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წესით დიდ სხვაობას ვერ შეამჩნევდა
11
ეჰჰჰ, შენ რა გაუგებრობაში მოხვდი....
ექსპერტი
14:26 15-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული