"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ ერნესტო ვალვერდეს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების მიზეზი დაასახელა.
"ყოველთვის ვენდობოდი ერნესტოს. კლუბი კმაყოფილი იყო მისი მუშაობით. მწვრთნელის შეცვლა იყო რეაქცია იმ პირველი გუნდის იმედგაცრუების დინამიკაზე, მიუხედავად დადებითი შედეგებისა.
ვალვერდესთან ერთად სიტუაცია განვიხილეთ, ის ახალი არ არის ამ საქმეში. გადავწყვიტეთ, რომ გუნდს ახალი ბიძგი და ხედვა სჭირდება, რომელსაც ახალი მწვრთნელი წარმოშობს.
მადლიერი ვარ ვალვერდესი მისი გამოსამშვიდობებელი წერილის გამო. ახლო ურთიერთობა გვქონდა და მან გუნდი უკეთესი გახადა. ვალვერდე პატივისცემას იმსახურებს", - თქვა ბარტომეუმ კლუბის პრესსამსახურთან საუბარში.