კოვაჩევიჩზე თავდასხმა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა შეუკვეთა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილ ფორვარდ დარკო კოვაჩევიჩზე თავდასხმა "რეალის" ექსმცველმა რაულ ბრავომ შეუკვეთა, - იტყობინება სერბული "ტელეგრაფი".

გამოცემის ცნობით, საბერძნეთის პოლიცია ამ ვერსიას იძიებს, მაგრამ ჯერ საკმარის მტკიცებულებებს ვერ ფლობს. სავარაუდოდ კოვაჩევიჩმა იცოდა ესპანელის მიერ სამშობლოში ჩაწყობილი მატჩების ორგანიზების დეტალები. ორივენი 2007-2009 წლებში "ოლიმპიაკოსში" თამაშობდნენ.

შეგახსენებთ, კოვაჩევიჩს ათენის გარეუბანში დაესხნენ თავს. უცნობმა მას ესროლა და მიიმალა. სერბი დაზიანებული მუხლით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, რომელიც დაცემისას მიიღო. დარკო ამტკიცებს, რომ ინციდენტამდე არავინ დამუქრებია.

ამჟამად ესპანეთის პოლიცია ბრავოს მიერ გარიგებული მატჩებში მონაწილეობას იძიებს. ადრე ის
დააკავეს, თუმცა 100-ათასევროიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული