სეტიენმა მთელ "ბარსელონას" რესტორანში უმასპინძლა და უთხრა, რომ ყველა ტურნირის მოგება შეუძლიათ

AutoSharing Option
17 იანვარს, "ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა მთელი გუნდი რესტორანში დაპატიჟა, - ამის თაობაზე Cuatro იტყობინება.

სეტიენმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ არაჩვეულებრივ გუნდში მივიდა და ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეუძლიათ. სიტყვით ფეხბურთელებიც გამოვიდნენ.

სეტიენი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ გარდა ტრავმირებული ლუის სუარესისა და უსმან დემბელესი, რესტორანში ყველა ფეხბურთელი მივიდა და თანაც დაუგვიანებლად.

"ბარსას" თავკაცმა და მისმა თანაშემწეებმა რესტორანი ყველაზე ბოლოს დატოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული