"გრანადას" 1:0 დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა "მარკას" შთაბეჭდილებები გაუზიარა:
"ვფიქრობ, შესანიშნავი მატჩი იყო. შესაძლოა, პირველ ტაიმში ბედი არ გვწყალობდა. მეტოქე თავს კარგად იცავდა და გაგვიჭირდა. ამას გარდა, არასასიამოვნო ამინდი იყო, ქარი ქროდა და მოედანი მშრალი გახდა. მიხარია, რომ მოწინააღმდეგემ მხოლოდ ორჯერ დაარტყა ჩვენს კარში - მეორე ძელს მოხვდა.
ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ და იმედია, თანდათან უფრო სწრაფად და შეტევაში უფრო სახიფათოდ ვითამაშებთ.
მესიმ ის გააკეთა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებს. ასეთია რეალობა. არის მატჩები, როდესაც "იჭედები", ბოლოს კი წარმატება
ზურგს არ გაქცევს. ვიდალმა ქუსლით ჩინებული პასი გააკეთა".