უკვე იანვარში "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს.
არგენტინელი ჟურნალისტი ვერონიკა ბრუნატი გვამცნობს, რომ კატალონიურმა კლუბმა მისი თანამემამულის 120 მილიონ ევროდ შეძენა გადაწყვიტა.
როგორც იცით, "ბარსას" ფორვარდმა ლუის სუარესმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს და კატალონიურ კლუბს მის შემცვლელად სჭირდება.
ლაუტარომ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 19 მატჩში 10 გოლი (2 პენალტით) და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაუტარო მარტინესმა მესისა და მარადონაზე ისაუბრა
აგენტი ადასტურებს - "ბარსელონა" ლაუტარო მარტინესით ინტერესდება