სეტიენმა მესი დაასვენა და "ბარსელონა" მესამე ლიგის გუნდმა თასიდან კინაღამ გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 იანვარს, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში, "ბარსელონამ" გასვლაზე 2:1 მოუგო "იბიცას" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ამ შეხვედრის წინ "იბიცას" პრეზიდენტმა ამადეო სალვომ თქვა, რომ კლუბი 2015 წელს დააარსეს, მეხუთე დივიზიონიდან მესამეში გადავიდნენ, სტადიონის ტევადობა 6 500-მდე გაზარდეს, გუნდის პირველ მატჩზე 26 მაყურებელი მივიდა, "ბარსას" შეხვედრაზე კი 6 500 ბილეთი გაყიდეს.

"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა დასვენების საშუალება მისცა პიკეს, ბუსკეტსსა და მესის.

მასპინძლები დებიუტშივე დაწინაურდნენ, სტუმრებმა კი მეტოქის კარში პირველად 68-ე წუთზე დაარტყეს - საჯარიმოს გარედან რაკიტიჩმა. მალე გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა,
კომპენსირებულ დროში კი მანვე გამარჯვების გოლი გაიტანა.

გრიზმანმა "ბარსელონაში" მეორე დუბლი შეასრულა - პირველად ერთ შეხვედრაში ორი გოლი "ბეტისს" 25 აგვისტოს გაუტანა.

იბიცა. "ესტდიო მუნისიპალი". 6 500 მაყურებელი
იბიცა - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 კაბალე (9), 1:1 გრიზმანი (72), 1:2 გრიზმანი (90+4)

ბარსელონა: ნეტო, ფირპო, ლანგლე, რობერტო, სემედო, დე იონგი, პუჩი (არტური 71), პერესი (ალბა 59), რაკიტიჩი (ვიდალი 81), ფატი, გრიზმანი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგრე რეალმა 6 თასი კინაღამ დაკარგა.
ddgfdf
00:22 23-01-2020
7
ეგ ხო მაგრამ იბიცას შემადგენლობა რატომ არ გვითხარით? )
დავით 67
17:01 23-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული