"ბარსელონა" "ვალენსიასთან" უშანსოდ დამარცხდა - სამაგიეროდ იყო ტიკი-ტაკა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ლა ლიგას მე-20 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "ვალენსიასთან" 0:2 წააგო.

"ბარსა" "მესტალიაზე" 2007 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა

მე-10 წუთზე ჟერარ პიკემ მასპინძელთა გუნდის მცველი ხოსე გაია წააქცია, მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, მაგრამ მაქსი გომესის დარტყმული ბურთი მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. ეს "ბარსაში" ჩემპიონატზე მის მიერ მოგირიებული პირველი თერთმეტმეტრიანია.

თუმცა, შესვენების შემდეგ "ღამურები" ჟორდი ალბას ავტოგოლით დაწინაურდნენ, ხოლო 77-ე წუთზე მაქსი გომესმა მაინც დაამწუხრა კატალონიური გუნდი.

აღსანიშნავია, რომ "ვალენსიამ" ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო გაბრიელის
გოლი არბიტრმა სერხიო ბუსკეტსზე უხეშობის გამო არ ჩათვალა.

"ბარსელონას" ბურთის ფლობამ 65% შეადგინა, თუმცა მხოლოდ ტიკი-ტაკა შედეგის მისაღწევად საკმარისი არ გახლავთ.

"ბარსელონას" ისევე როგორც "რეალს" 43 ქულა აქვს და "ბლანკოსს", რომელიც ხვალ გასვლაზე "ვალიადოლიდს" ხვდება,  ერთპიროვნულად გალიდერების შანსი აქვს.

"ვალენსია" კი 34 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ალბას ანგარიშზე პრიმერაზე 4 ავტოგოლია, რაც XXI საუკუნეში "ბარსელონაში" ანტირეკორდია.

ვალენსია. "მესტალია". 45 882 მაყურებელი
ვალენსია - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ალბა (48, საკ. კარში), 2:0 მაქსი გომესი (77)
გამოუყენებელი პენალტი: მაქსი გომესი (10)
მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს ფეხბურთი უკვე მოძველდა. სწრაფი ვერტიკალური შეტევის გარეშე დღეს შედეგის მიღწევა არ ხდება. ამის გარდა ბარსელონა ამ წუთისათვის ცუდად დაკომპლექტებული გუნდია. არც სერხი რობერტო არც სემედო არც არტური არც ფატი( ჯერ) და არც დეიონგი ბარსელონას დონის არ არიან. გრიზმანი იმ პოზიციაზე სადაც ათამაშებენ ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს. სეტიენზე საერთოდ არ ღირს საუბარი, არასდროს ითვლებოდა არათუ ტოპ არამედ უბრალოდ მაღალი კლასის მწვრთნელად
მოკლედ ბართოლომეუს ეპოქა ბარსაში უნდა დამთავრდეს. თუ არ უნდათ საერთოდ დაინგრეს გუნდი.
არტ
22:36 25-01-2020
1
გაიხსენეთ საქართველოს მიერ გერმანიასთან გუშინ წაგებული მატჩი წყალბურთში და თითქმის იგივე განმეორდა აქაც. ჩვენებმა 7-3 ზე უარი თქვეს შეტევაზე და მეკარის საოცარი თამაშის მიუხედავად,დამსახურებულად წააგო.ბარსამ პირველი 55 წუთის მანძილზე თქვა უარი შეტევაზე და მიხედავად შემდეგ ვიდალის შეშვებისა და შეტევაზე წასვლისა,მაინც დაიმსახურა დამარცხება.ტერ შტეგენმაც საოცრად ითამაშა პირველ ტაიმში,მაგრამ მეორეში უკვე ვეღარ შეაკავა მადაგახსნილი ვალენსიელები.ბარსელონა შეტევაში,მხოლოდ მესის შეჰყურებს და დასარტყმელსაც კი არ ურტყავს კარში,დაცვაშიც უზარმაზარი ნაპრალები აქვს და ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგის კი არა,ლა ლიგის მედლის ღირსიც არ არის.ასევე ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ბრალია გერმანიასთან დამარცხებაც.
სოსო
21:26 25-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული