როგორც OptaJose იტყობინება, "ბარსას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა და კარისკენ 11-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. იგივე მაჩვენებელი ჰქონდა ლეოს 2017 წელს "დეპორტივოს" წინააღმდეგ "ნოუ კამპზე". არგენტინელმა მაშინაც 11-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერც იმ შეხვედრაში გაიტანა.
ლა ლიგას მიმდინარე სეზონში მესიმ 16 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა
გააკეთა. "ბარსელონა" კი მოგროვებული 43 ქულით ჩემპიონატის ლიდერია მინიმუმ მანამ, სანამ მადრიდის "რეალი" არ ჩაატარებს საკუთარ მატჩს.