"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეფ ბართომეუმ Marca-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე კომენტარი გააკეთა გუნდის ლიდერი ლიონელ მესის მომავლის შესახებ.
"ლეო "ბარსელონაში" თამაშს მაშინ დაანებებს თავს, როცა მოუნდება. მისი დამოკიდებულება კი ისეთია, რომ სანამ შეძლებს, იქამდე ითამაშებს "ბარსელონაში".
მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ძალა აქვს "ბარსაში" სათამაშოდ. ლეო მესი აქ კიდევ გარკვეული დროით დარჩება", - თქვა ბართომეუმ.