კიკე სეტიენი "ბარსელონაზე": თუ პროგრესი გვინდა, უნდა ვეცადოთ ამის გაკეთებას

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა იმაზე ისაუბრა, თU როგორ პოზიციონირებს კლუბში და რის შეცვლას აპირებს.

"ყველა ცდილობს კომფორტის ზონაში იყოს. ასეთია რეალობა. ყველანი ვცდილობთ კომფორტის ზონა ვიპოვოთ, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ, მაგრამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ეს სიმართლეა, ზოგ ფეხბურთელს უჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ეს აუცილებელია. თუ პროგრესი გვინდა, უნდა ვეცადოთ ამის გაკეთებას.

ფეხბუთელებში სურვილს ვხედავ. არავინ ცდილობს გეგმას გადაუხვიოს. პირიქით, ყველა ამას კარგად შეხვდა, რადგან მსგავსი რამე ადრეც გაუკეთებიათ და ბედნიერები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, პრობლემები არ გვექნება.
ვერ ვიტყვი, რომ ბოსი ვარ. არასდროს მომწონდა რაღაცის დაძალება, უფრო ადამიანების დარწმუნება მომწონს.

მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ვარჯიშებზე მოვიდნენ და მაქსიმუმი გააკეთონ. თუ ისინი საჭირო დონეს ვერ აჩვენებენ, ეს უფრო მათი პრობლემა იქნება, ვიდრე ჩემი. თუმცა პრობლემები არ გვაქვს, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ", - თქვა სეტიენმა.

altCat Radio: "ბარსელონას" ფეხბურთელებმა კიკე სეტიენის ვერაფერი გაიგეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული