Cat Radio: "ბარსელონას" ფეხბურთელებმა კიკე სეტიენის ვერაფერი გაიგეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ჯერჯერობით, "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს საკუთარ ფილოსოფიას ვერ აგებინებს, რაც შედეგებიდანაც ჩანს.

როგორც Cat Radio-ს ჟურნალისტი რამონ სალმური წერს, კიკე სეტიენის პირველი შეხვედრა ფეხბურთელების გაოცებით დასრულდა - მწვრთნელი მოთამაშეებს ძალიან მომთხოვნად მოეჩვენათ.

ამას გარდა, ზოგიერთი ფეხბურთელი ახალი მწვრთნელის იდეებსაც ვერ იგებს, ზოგიერთი კი იმას ვერ ხვდება, თუ თავად რა როლი აქვს მოედანზე.

სეტიენმა "ბარსა" ერნესტო ვალვერდეს გაშვების შემდეგ ჩაიბარა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე 0,5+1+1 სისტემით გააფორმა. მისი ხელმძღვანელობით, "ბარსელონამ" 3 მატჩი ჩაატარა: "გრანადასა" (1:0) და
"იბიცას" (2:1) მოუგო, ხოლო "ვალენსიასთან" დამარცხდა (0:2).

მკითხველის კომენტარები / 1 /
5 წლიანი გაუფორმონ და დააყენებს მაგარ გუნდს
ზაზა
14:43 28-01-2020
6

სიახლეები პოპულარული