2019 წლის ზაფხულში "ბენფიკასგან" 126 მილიონ ევროდ შეძენილი 20 წლის შემტევი ჟოაო ფელიქსი ვერ ამართლებს იმედებს. ამაზე კომენტარი "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა გააკეთა.
"ფელიქსი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არასწორ გუნდში, არასწორ მწვრთნელთან იმყოფება. როდესაც ის იყიდეს, ვიფიქრე, გუნდი შეიცვლებოდა და ფეხბურთის თამაშს დაიწყებდა, თუმცა შევცდი.
ფელიქსს სხვა სტილის გუნდი სჭირდება, რათა გამოირჩეს. ბურთს უნდა ფლობდეს, თამაშს არეგულირებდეს, სიმეონეს გუნდი კი ამას არ აკეთებს", - ციტირებს ვან დერ ვაარტს "მარკა".
ფელიქსს სხვა სტილის გუნდი სჭირდება, რათა გამოირჩეს. ბურთს უნდა ფლობდეს, თამაშს არეგულირებდეს, სიმეონეს გუნდი კი ამას არ აკეთებს", - ციტირებს ვან დერ ვაარტს "მარკა".
ლა ლიგაზე მიმდინარე სეზონში ჟოაომ 17 მატჩში 2 გოლი
და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.