ბართომეუ და აბიდალი საგანგებო შეხვედრას მართავენ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ საგანგებო შეხვედრას გამართავს კლუბის სპორტულ დირექტორთან, ერიკ აბიდალთან. 

RAC1-ის ცნობით, შეხვედრა აბიდალისა და "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის კონფლიქტის გამო გაიმართება. მხარეები ერთმანეთს ადგილობრივი დროით 12 საათზე შეხვდებიან. 

შეგახსენებთ, გუშინ აბიდალმა გუნდის შიგნით არსებულ სიტუაციასა და ვალვერდეს წასვლის დეტალებზე ისაუბრა. მან ისიც აღნიშნა, რომ ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო ვალვერდეს დროს. მესი აღნიშნულს "ინსტაგრამის" მეშვეობით გამოეხმაურა და მოითხოვა ამ განცხადების კონკრეტული ადრესატების დასახელება; აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გუნდის ნებისმიერი წევრი პასუხს აგებს თავის საქციელებსა და ნათქვამზეც. 

alt

აბიდალის ინტერვიუს მესის მწვავე რეაქცია მოჰყვა

altვალვერდეს ღირსეული საქციელი - "ბარსელონას" ცრემლებით და კომპენსაციის გარეშე დაემშვიდობა

altერნესტო ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი - რა თქვა "ბარსას" ყოფილმა თავკაცმა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული