"ბარსელონა" თავდამსხმელის დამატებას არასატრანსფერო პერიოდში ითხოვს

AutoSharing Option
კატალონიელებს შეტევაში სერიოზული კრიზისი აქვთ, დემბელე და სუარესი ტრავმების გამო თამაშს სეზონის ბოლომდე ვერ მოახერხებენ. პრობლემის მოსაგვარებლად გუნდმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას სპეციალური თანხმობის დასადასტურებლად მიმართა, რაც ფეხბურთელის შეძენას არასატრანსფერო პერიოდში გულისხმობს.

თუმცა, წესებიდან გამომდინარე, "ბარსელონა" არჩევანში საკმაოდ შეზღუდული იქნება. საქმე იმაშია, რომ ასეთ დროს გუნდს შეუძლია მხოლოდ ესპანეთის ფარგლებში - ლა ლიგაში ან სეგუნდაში ეძებოს საჭირო კანდიდატი.

კატალონიელებს სამი რეალური კანდიდატი ჰყავთ:

1. კრისტიან სტუანი - "ხირონას" თავდამსხმელი, რომელიც "სეგუნდა დივიზიონის" საუკეთესო ბომბარდირია. მას არ სურს გუნდის დატოვება, თუმცა ხელმძღვანელობა
მზადაა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ საუკეთესო შემტევს შეელიოს.

2. "რეალ სოსიედადელი" ვილიან ჟოზე, რომელიც ახლოს იყო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ტოტენჰემში" გადასვლასთან.

3. "რეალ ბეტისელი" ლორენი, რომელსაც "ბარსელონას" ამჟამინდელი მწვრთნელი სეტიენი საუკეთესო რეკომენდაციებს უწევს. ლორენის ფასი 30 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული