ანტუან გრიზმანი: მზად ვარ, სუარესის პოზიციაზე ვითამაშო

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ მზადაა, ტრავმირებული ლუის სუარესის პოზიციაზე ითამაშოს, რამეთუ კლუბი ახალი ფორვარდის დამატებას არ აპირებს.

"თუ გუნდისთვის აუცილებელია "ცხრიანის" პოზიციაზე ვითამაშო, მე აქ იმისათვის ვარ, რათა დავეხმარო. მარცხნივ თუ ცენტრში, მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე გავისარჯო.

რა თქმა უნდა, სიღრმიდან შეტევას ვარ მიჩვეული, მაგრამ ვიცი, როგორ უნდა ვიმოქმედო წინა ხაზზე. მწვრთნელისგან სიახლეების სწავლას ვცდილობთ. ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ", - ციტირებს გრიზმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვას მიხედეთ, დაცვას.
ზაალი
07:30 01-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული