გვარდიოლა: ვალვერდემ მითხრა, რომ ფატი "ბომბა" ბიჭია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "Post United"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონას" ნახევარმცველ ანსუ ფატიზეც ისაუბრა:

"17 წელი ფეხბურთელისთვის ძალიან ახალგაზრდული ასაკია. ცოტა ხნის წინ მე და ერნესტო ვალვერდე ჯინ-ტონიკს ვსვამდით და მითხრა, რომ ეს ბიჭი ძალიან მაგარია, "ბომბაა".

როდესაც მოედანზე გავიდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა, მე დავინახე, რომ ეს მართლაც ასეა".

მიმდინარე სეზონში ფატიმ ლა ლიგის 13 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული