ალბა აბიდალისა და მესის კონფლიქტზე: ისედაც მძ....ში ვართ, დამატება არ გვჭირდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მარცხენა მცველმა ხორდი ალბამ კომენტარი კლუბის სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალისა და გუნდის კაპიტან ლიონელ მესის კონფლიქტის შესახებ გააკეთა.

"აბიდალი თავად იყო ფეხბურთელი, ის უცხო ადამიანი არაა და უნდა იცოდეს, გასახდელში მოთამაშეები თავს როგორ გრძნობენ. ისედაც საკმარისი მძ...ია, რომელიც ყველა მხრიდან მოფრინავს ჩვენკენ და არაა საჭირო მასში ჩაფლობა და კლუბის ზედ მიყოლება. პირიქით, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ", - ციტირებს ალბას Sport.es.

ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის ფეხბურთელები ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის დროს მთელ შესაძლებლობებს არ დებდნენ თამაშებში. ამ კომენტარმა კი
მესის უკმაყოფილება გამოიწვია და ფრანგს იმ ფეხბურთელების დასახელება მოსთხოვა, ვინც ეგრე იქცეოდა. საქმეში კი კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარიამ ბართომეუ ჩაერია, ორივე მხარის არგუმენტები მოისმინა და ერიკ აბიდალი პოსტზე დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბა მ...ში ჩავარდა ლივერპულთან რომ იმაიმუნა.
ddgfdf
17:19 07-02-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული