ის, რომ კატალონიის "ბარსელონაში" მშვიდობიანი სიტუაცია ვერ მყარდება, საიდუმლო აღარავისთვის არის. კონფლიქტის ეპიცენტრში ხშირ შემთხვევაში გუნდის კაპიტანი ლიონელ მესია.
რამდენიმე დღის წინ არგენტინელი გუნდის სპორტულ დირექტორს ერიკ აბიდალს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, აბიდალმა განაცხადა, რომ ვალვერდეს დროს ფეხბურთელების ნაწილი სათანადოდ შეგნებულად არ ვარჯიშობდა. El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, მესი საბოლოოდ ვერ შეურიგდა კლუბის ხელმძღვანელობას, მეტიც, ის ბართომეუს გადადგომას და გუნდის მთავარ მწვრთნელად ხავი ერნანდესს ითხოვს.
უშუალოდ ფეხბურთელებს შორის ურთიერთობაც დაძაბულია. "ვალენსიასთან" მარცხის შემდეგ, დადიოდა ხმები, რომ ვარჯიშზე მოთამაშეები ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ. El Pais-ის
ინფორმაციით, კონფლიქტი "ბარსას" მეკარეს ტერ შტეგენსა და ლიონელ მესის შორის გაჩნდა, მათ სადაო ბურთი ვერ გაინაწილეს, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა დაიძაბა.