პეტი: მესი რონალდოსავით მანქანა არ არის - სათამაშოდ 1-2 წელი დარჩა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა.

"მესი რონალდო არ არის. ფიზიკურად მასსავით მანქანა არ არის. რონალდო მონსტრია, მესის კი, რომელიც 32 წლისაა, ყველაზე მაღალ დონეზე სათამაშოდ 1 ან 2 წელი დარჩა.

"ბარსაში" შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად თამაშის მიუხედავად, ლეოს ის სისწრაფე და დრიბლინგი აღარ ექნება. დარწმუნებული ვარ, მას ესმის, რომ დასასრული არც ისე შორს არის.

სიმართლე გითხრათ, არა მგონია, ინგლისის ინტენსიური ჩემპიონატი მესისთვის შესაფერისი იყოს. ლეოს არ უყვარს, როდესაც მჭიდროდ მეურვეობენ, ებრძვიან. ესპანეთში მას უფრთხილდებიან.

ინგლისელი ფანებისთვის სასიამოვნო
იქნებოდა მისი პრემიერლიგაში გადასვლა, მაგრამ მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ 32 ან 33 წლის მესის "მანჩესტერ სიტის" მსგავსმა კლუბმა კონტრაქტი გაუფორმოს. თუ "სიტის" მისი შეძენა სურდა, ეს ორიოდ წლის წინ უნდა გაეკეთებინა", - განუცხადა პეტიმ Paddy Power-ს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ეთ რამეს დააკვირდით არასდროს რაც კომენტარებს ვკითხულობ რონალდოს ფანები მესის შეურაცყოფას არ აყენებენ აი მესისტები პირიქით მესისტებო აჯობებს ფეხბურთზე ისაუბროთ შეურაცყოფა ვერ გიშველით შეეგუეთ რონალდო ძლიერი სიმპატიური და პოპულარულია ვიდრე მესი
რონალდო
23:14 08-02-2020
17
რატომ არ გესმით ხალხო მესი კასანიის და სტენკის ფეხბურთელია გაუმართლა ესპანეთში რომ მოხვდა ის რონალდო არ არის და სხვაგან ვერ ივარგებს ისევე როგორც ნაკრებში ვერ აკეთებს ვერაფერს იღბლიანია მოხვდა საჭირო დროს საჭირო ადგილას არ ვამბოფ რომ ცუდი ფეხბურთელია უბრალოთ ის რონალდოს დონის არ არის
დდდფ
22:36 08-02-2020
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული