ესპანეთის ჩემპიონატის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" მეკარე ტიბო კურტუა იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ბელგიელმა 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთხელ გაუშვა გოლი. მეკარე თავის ჯილდოს 24 ტურის ფარგლებში მიიღებს, როცა მადრიდის "რეალი" "სელტას" დაუპირისპირდება.