გრიზმანი ამბობს, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებს მისი შურთ?

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის ნათქვამი გამოაქვეყნა, რომ გუნდში მისი მსოფლიოს ჩემპიონობის გამო შურთ.

"ისინი ვერ გამიმკლავდებიან, არ დავნებდები. დიახ, ჩემი შურთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. უკეთესია, გაიღიმო", - თითქოს უთხრა ფეხბურთელმა თავის ახლობლებს.

გამოცემის მტკიცებით, გრიზმანი პირად საუბრებში "ბარსაში" თავისი მდგომარეობის გამო ჩივის, თუმცა სახალხოდ არაფერს ამბობს.

კატალონიური სპორტული გამოცემები კი ყოველივეს უარყოფენ. მაგალითად, "სპორტი" ამტკიცებს, რომ ანტუანს "ფრანს ფუტბოლისთვის" ინტერვიუ საერთოდ არ მიუცია. იმავეს ირწმუნება "მუნდო დეპორტივოც".

altანტუან გრიზმანი: მზად ვარ, სუარესის პოზიციაზე ვითამაშო

altანტუან გრიზმანი: მესის

დარი ფეხბურთელი შეიძლება ვეღარ ვიხილოთ

altანტუან გრიზმანი: ბენზემაში ყველას ეჭვი ეპარება, მაგრამ ყოველ წელს 15-20 გოლი გააქვს

altანტუან გრიზმანი: ძალიან მორიდებული ვარ და ადაპტაცია ამიტომ გამიგრძელდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მორიგი ჭორი და ტყუილი! ეს ჟურნალისტური რედაქციები ბუდეა ტყუილების გავრცელების. ვარჯიშის დროს ყველაზე მეტად გრიზმანი ხალისობს და იცინის, ეტყობა რამე წყენის?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული