ფერნანდო იერო: სერხიო რამოსი ანომალიაა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა მცველმა ფერნანდო იერომ "ბლანკოსის" კაპიტანი სერხიო რამოსი დაახასიათა.

"სერხიო რამოსი შთამბეჭდავია. მრავალი წლის წინ ჩვენ, მცველებს, გოლის გატანის უამრავი შესაძლებლობა გვქონდა, ხშირად ვთამაშობდით ნახევარდაცვაში. თუმცა, ამჟამინდელ რეალობაში, XXI საუკუნეში, სერხიო განსაკუთრებული შემთხვევაა.

ჟერარდ პიკესაც ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ სერხიო მართლაც ანომალიაა. "რეალსა" და ესპანეთის ნაკრებში მისი შედეგიანობა შესანიშნავია".

რამოსმა "რეალში" ყველა ტურნირზე 90 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მხოლოდ მან გაიტანა ლა ლიგის ზედიზედ 17 სეზონში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ანომალი არის ბერძნულად და ქართულად ცხოველს ნიშნავს და მოდი რა ისედაც ძალიან ზედმეტად გვაქვს უცხო სიტყვები ქართულ ენაში და თქვენ ნუღარ უმატებთ არც ბერძნული არც რუსული არც ინგლისური არაფრით ჯობია ქართულს უბრალოდ ქართველები ვართ ესეთი დაბალი დონის ხალხი რო თუ უცხო სიტყვას ვიხმაროთ გვგონია რო რაღაც ფურორს ვახდენთ არადა ძალიან ბანძი საქციელია !!!
Jeyjey
12 თებერვალი 2020 14:49
6
თუ ესეა შენ რაღას "აბინძურებ" ენას, რა სიტყვაა ფურორი
ისე ეგ სიტყვა ცხოველს კიარა, ნორმიდან, კანონზომიერებიდან გადახრას ნიშნავს და გამოიყენება პრაქტიკულად ყველა ენაში, მათ შორის "მაღალი დონის" ხალხების ენებშიც
asd
14 თებერვალი 2020 01:31
0
"ანომალია" ცხოველიდან არ მოდის, სხვა სიტყვაა.
შეტევა
21 თებერვალი 2020 11:20
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული