ჯორჯ ქლუნის კომპანიას "მალაგას" შეძენა სურს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, ამერიკული კომპანია, რომლის მეწილე ცნობილი მსახიობი ჯორჯ ქლუნია, "მალაგას" შეძენას გეგმავს.

"მალაგას" პრეზიდენტი, შეიხი ალ-ტანი თანახმაა, კლუბის აქციები გაყიდოს. მხარეები მოლაპარაკების საწარმოებლად უკვე დაუკავშირდნენ ერთმანეთს, თუმცა ქლუნის კომპანიას ალ-ტანის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირება.

გამოცემის მტკიცებით, ქლუნის კომპანიას მალაგაში "ევროპული ჰოლივუდის" მოწყობა უნდა, კლუბის შეძენა კი ერთგვარი პიარ-სვლა იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული