ესპანეთში სკანდალი აგორდა - "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის და "მალაგას" ამჟამინდელი მწვრთნელის, ვიქტორ სანჩეს დელ ამოს სექსუალური ვიდეოს სოციალურ ქსელებში გავრცელების გამო, სადაც ის სასქესო ორგანოს აჩვენებს.
დელ ამო ამბობს, რომ შანტაჟისა და გამოძალვის მსხვერპლი გახდა. უკლებლივ ყველა ესპანური სპორტული გამოცემა იუწყება, რომ მას ვიდეო მესენჯერიდან მოჰპარეს, რომელიც პირადი ჩატიდან გააგზავნა.
"ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების გამო ვიტანჯები, რაც დანაშაულია. ისინი მაშანტაჟებენ და ფულს მთხოვენ. მე ვგმობ ამ საქციელს. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან არაფერი სერიოზული არ გამიკეთებია", - წერს
დელ ამო "ტვიტერზე".
მან განაცხადა, რომ ეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ ხელში ჩაგდებაა, პოლიციას მიმართა და სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუქციების მიხედვით იმოქმედებს.

"მალაგამ" ოფიციალური საიტით გვაუწყა, რომ გამოძიების პერიოდში დელ ამოს უფლებამოსილება შეუწყდა.