მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის შეძენა.
ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ივანის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.
ადრე მედიაში ვრცელდებოდა, რომ ფეხბურთელის მომსახურებით ტურინის "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა თვითონ ფეხბურთელი და მისი ოჯახი ესპანეთში დარჩენას აპირებენ. ასე რომ, "ატლეტიკო" მისთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება.
მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა "ბარსელონაში" 30 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.