ლა ლიგას 27-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სოსიედადი" 1:0 დაამარცხა.
81-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ხელზე მცველ ლე ნორმანს მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც მესიმ გამოიყენა. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ალბამ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ არბიტრმა ვიდეოგამეორების შემდეგ გოლი არ ჩაუთვალა.
მესიმ კარიერაში პირველად მიიღო ზედიზედ 3 მატჩში ყვითელი ბარათი, გულშემატკივრები კი კლუბის პრეზიდენტ ბარტომეუს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.
"ბარსელონა" 58 ქულით პირველ ადგილზეა, "რეალს" 2 ქულით უსწრებს, მაგრამ მადრიდელებმა თუ ხვალ სევილიაში "ბეტისს" სძლიეს, ლიდერობას დაიბრუნებენ.
მესიმ პრიმერაზე 66-დან 55 პენალტი გაიტანა.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 77 035 მაყურებელი
ბარსელონა - სოსიედადი 1:0
გოლი: მესი (81, პენ)