"რეალი" პოჩეტინოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელით, ზინედინ ზიდანით. ამავე დროს, ისინი "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მიმართ დიდ სიმპათიას გამოხატავენ.

"რეალი" მზადაა ზიდანს კონტრაქტი შეუწყვიტოს, ვინაიდან მადრიდელები არადამაჯერებლად გამოიყურებიან, როგორც ლა ლიგაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. El Chiringuito-ს ცნობით, "რეალმა" პოჩეტინოს წარმომადგენლებთან კონტაქტი დაამყარა.

პრიმერა დივიზიონის ფარგლებში, მადრიდელები მე-2 ადგილს იკავებენ და კატალონიის "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩებიან. ჩემპიონთა ლიგაზე კი პირველ 1/8-ფინალურ მატჩში საკუთარ კედლებში "მანჩესტერ სიტისთან" 1:2 დამარცხდნენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინმემ ამიხსნას რატომ არის პოჩეტინო ზიზუზე უფრო დიდი?! მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ჭორია და დიდი ზიდანი ასე არ წავა სამეფო კლუბიდან. თუ წავა, წავა გამარჯვებული. ფლორენტინო ახალ მწვრთნელს კი არა, გოლის გამტან ფეხბურთელს უნდა ეძებდეს
ლევან
11:52 11-03-2020
0
მაგარი აჭრილია ალბათ პერესი, შეიძლება კორონავირუსზე ნერვიულობს.... სხვა როგორ უნდა ახსნა ზიდანის გაშვება და პოჩეტინიოს მოყვანა, მწვრთნელის რომელსაც არასოდეს არაფერი მოუგია და ობიექტურად, ალბათ მისი ტოტენჰემი კარგი გუნდი კი იყო, მაგრამ გრანდი არასოდეს და სასწაული ფეხბურთიც არასოდეს უთამაშია
ვისენტე დელ ბოსკე
18:13 10-03-2020
4

სიახლეები პოპულარული