"რეალი" პოლ პოგბას არ შეიძენს - პერესს ტრანსფერებზე ფულის დახარჯვა არ უნდა

AutoSharing Option
"რეალი" "მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ზაფხულშიც არ შეიძენს, - იტყობინება "დეილი მეილი".

გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" მისი სამსახურით დაინტერესებული აღარ არის, ვინაიდან და რადგანაც ამ სეზონში კარგად თამაშობენ ფედერიკო ვალვერდე და "სოსიედადში" განათხოვრებული მარტინ ედეგორი.

"რეალში" მიაჩნიათ, რომ ისინი მთელ მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველები არიან და პოგბას დამატება საჭიროებას არ წარმოადგენს.

მოკლედ, ტრანსფერებზე "ბლანკოსის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფულის დახარჯვას ისევ არ აპირებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" მზადაა პოგბა 140 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული