
"ბარსელონა" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა და ფეხბურთელის აგენტმა გერდ ფონ ბრუხმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს.
"ბარსელონას" სურს ტერ შტეგენს კონტრაქტი 4-5 წლით გაუგრძელოს და გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.
ამ სეზონში გერმანელმა გოლკიპერმა ლა ლიგას 26 მატჩში 20 გოლი გაუშვა, კარი 6-ჯერ შეინახა "მშრალად", კონტრაქტი კი "ბარსასთან" 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ამ სეზონში გერმანელმა გოლკიპერმა ლა ლიგას 26 მატჩში 20 გოლი გაუშვა, კარი 6-ჯერ შეინახა "მშრალად", კონტრაქტი კი "ბარსასთან" 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.