ასევე, საუბარია მეორე ფრანგის, სამუელ-კლემან ლანგლეს გაშვებაზე. თუმცა გუნდისთვის პრიორიტეტულია, ჯერ უმტიტის დაემშვიდობონ. "ბარსელონასა" და უმტიტის ურთიერთობას "მანჩესტერ იუნაიტედი" საკმაოდ აქტიურად ადევნებს თვალს.
შეგახსენებთ, სამუელი "ბარსელონაში" "ლიონიდან" 35 მილიონ ევროდ 2016 წელს გადავიდა. მას შემდეგ მცველმა 119 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 16 მატჩია.
Transfermarkt-ი მცველის სატრანსფერო ღირებულებას 40 მილიონ ევროდ