"ბარსელონას" "ბაიერნის" ფეხბურთელი უნდა, თუმცა მოთხოვნილ ხელფასს ვერ გადაუხდის

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" დიდი ხანია მიუნხენის "ბაიერნის" მცველს დავიდ ალაბას აკვირდება. 27 წლის ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. თუმცა "ბაიერნმა" ალაბა, შესაძლოა, 2020 წლის ზაფხულში გაყიდოს, რათა ფეხბურთელი შემდეგ წელს თავისუფალი აგენტის უფლებით უფასოდ არ წავიდეს. 

ავსტრიელის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე ალაბას ტრანსფერი კატალონიელებთან განიხილეს . თუმცა "ბარსელონას" დიდი ალბათობით ვერ შეძლებს მოთხოვნილი ხელფასის გადახდას. ამჟამად მცველს წლიურად 8 მილიონი ევრო აქვს და სავარაუდოდ, ესპანურ კლუბში მეტს მოითხოვს. მიუხედავად ამისა მხარეები მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებენ. 

altალაბას მამა: ჩემი შვილის სამსახურით "რეალია" დაინტერესებული.

ვნახოთ, რა მოხდება

altდავიდ ალაბა ზაფხულში "ბარსელონაში" გადავა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული