76 წლის ასაკში "რეალის" ექსპრეზიდენტი ლორენცო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა.
17 მარტს სანსი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდასტურდა.
სანსი 1995-2000 წლებში "რეალის" პრეზიდენტი, ხოლო 2006-2010 წლებში "მალაგას" მფლობელი იყო.
სანსის პრეზიდენტობისას "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (1998, 2000), აგრეთვე ლა ლიგასა (1996/97) და საკონტინენტთაშორისო თასის (1998) გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ "რეალმა" 1998 წელს ჩემპიონთა ლიგა 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.
სანსის შემდეგ "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა.