Ideal.es-ის ცნობით, "რეალის" ექსპრეზიდენტი და "მალაგას" ყოფილი მფლობელი ლორენცო სანსი მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოშია.
უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე 76 წლის სანსი მაღალი ტემპერატურის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამჟამად რეანიმაციაშია. ექიმები 99%-ით დარწმუნებულნი არიან, რომ ის კორონავირუსითაა დაინფიცირებული და ასაკის გათვალისწინებით, რისკის ჯგუფშია.

სანსი 1995-2000 წლებში "რეალის" პრეზიდენტი, ხოლო 2006-2010 წლებში "მალაგას" მფლობელი იყო.