Mundo Deportivo-ს ცნობით, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი სამხრეთ ამერიკის რეგიონის მთავარ სკაუტს, ანდრე კიურისა და მის მეუღლეს აქვთ. დაინფიცირებულები ბრაზილიაში, საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში არიან.
შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ჯერჯერობით 5 აპრილამდეა შეჩერებული. 13 მარტიდან "ბარსელონამ" განაცხადა, რომ ყველანაირ საქმიანობას დროებით წყვეტს.
ამჟამად ესპანეთში 27 ტური გათამაშდა. სატურნირო ცხრილის სათავეში "ბარსელონა" 58 ქულით განთავსდა და მეორეადგილოსან მადრიდის "რეალს" 2 ქულით უსწრებს.
რონალდო კორონავირუსთან ბრძოლაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს
"რეალის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა