"ბარსელონას" ექსდირექტორი: ბარტომეუს მხოლოდ ფული აინტერესებს - გუნდის მომავალი ძალიან მაშფოთებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა დირექტორმა ალბერტ პერინმა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ გააკრიტიკა.

"ბარტომეუს ფეხბურთი არ ესმის და ისე გახდა პრეზიდენტი. "ბარსელონას" მომავალი ძალიან მაშფოთებს. დიახ, ბარტომეუმ იცის, როგორ იშოვოს ფეხბურთში ფული, მაგრამ მის სპორტულ მხარეზე არ ფიქრობს. "ბარსაში" უამრავი შეცდომა დაუშვა", - ციტირებს პერინს "მარკა".

ბარტომეუ "ბარსელონას" სტრუქტურაში 2003 წლიდან მუშაობს, პრეზიდენტი კი 2014 წელს გახდა. მან ამ პოსტზე სანდრო როსელი შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული