კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით თამაშობს, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
Marca-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელის შეძენით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული, კატალონიელები მყიდველს ვერ პოულობენ. საქმე იმაშია, რომ ესპანელებს კოუტინიოს გაყიდვა 80 მილიონ ევროდ სურთ, თუმცა არც ერთი გუნდი მზად არ არის ფილიპეში ამდენი გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასა" და კოუტინიოს ვითარებას კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატები ართულებს. როცა ჩემპიონატები განახლდება, კოუტინიოს ფასი, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელების, დაიკლებს. ასეთ შემთხვევაში 27 წლის შემტევი ნახევარმცველის გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო
ფანჯრის პერიოდში შეუძლებელი და წამგებიანი იქნება. შესაბამისად, სავარაუდოდ, ფეხბურთლი ისევ იჯარის წესით სხვა გუნდში გადაბარგდება.