"ბარსელონა" კოუტინიოს მყიდველს ვერ პოულობს და ისევ იჯარით გაშვებას აპირებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით თამაშობს, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

Marca-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელის შეძენით რამდენიმე გრანდია დაინტერესებული, კატალონიელები მყიდველს ვერ პოულობენ. საქმე იმაშია, რომ ესპანელებს კოუტინიოს გაყიდვა 80 მილიონ ევროდ სურთ, თუმცა არც ერთი გუნდი მზად არ არის ფილიპეში ამდენი გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასა" და კოუტინიოს ვითარებას კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატები ართულებს. როცა ჩემპიონატები განახლდება, კოუტინიოს ფასი, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელების, დაიკლებს. ასეთ შემთხვევაში 27 წლის შემტევი ნახევარმცველის გაყიდვა ზაფხულის სატრანსფერო
ფანჯრის პერიოდში შეუძლებელი და წამგებიანი იქნება. შესაბამისად, სავარაუდოდ, ფეხბურთლი ისევ იჯარის წესით სხვა გუნდში გადაბარგდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეთი კარგი ფეხბურთელი როგორ გაიმეტეს სხვა გუნდისთვის? ეხლა მაინც დააბრუნეთ ბარსაში ხომ შეიძლება?
0
წამგებიანი მაშინვე იყო ამხელა თანხა რომ გადაყარეს მასში და დემბელეში მერე ვალვერდეს უაზრო ახირებები და უნდობლობა სად ათამაშებდა თვითონაც არ იცოდა საბოლოოდ მივიღეთ ამხელა ტალანტის რეგრესი
თემური
08:46 26-03-2020
0

სიახლეები პოპულარული