რობერტო კარლოსი: ჩემი ნება რომ იყოს, ნეიმარი უკვე იქ იქნებოდა...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა განაცხადა, ყველაფერი მის ნებაზე რომ ყოფილიყო, პსჟ-ის ფორვარდი ნეიმარი უკვე "სამეფო კლუბში" იქნებოდა.

"ჩემზე დამოკიდებული რომ იყოს, ნეიმარი უკვე დიდი ხნის მისული იქნებოდა "რეალში", თუმცა ცხოვრება ისეთი არაა, როგორსაც ვისურვებდით. დიადი ფეხბურთელები მუდმივად მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში უნდა თამაშობდნენ.

"რეალი" ამჟამად ნებისმიერი ფეხბურთელის ორიენტირი არის. გინდათ ჩემპიონთა ლიგის მოგება? მიბრძანდით მადრიდის "რეალში", - განაცხადა რობერტო კარლოსმა.

გასულ ზაფხულს შესაძლებელი იყო ნეიმარის "რეალში" გადასვლა, თუმცა გარიგება არ შედგა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

alt"დელ ბოსკე

ვარჯიშებს გვიან ნიშნავდა, იცოდა, დილით არავინ მოვიდოდა" - რობერტო კარლოსი "გალაქტიკოს" შესახებ

altრობერტო კარლოსის საოცარი დარტყმა და გაშეშებული ვიტორ ბაია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ნეიმარმაც წაიღო ტვინიიიი. თუ გადადიხარ ბარსაში სთქვი , თუ არადა მოგვბეზრდა ეს შენი ცანცარობები.
va aaa
12:31 27-03-2020
0
ბრაილიელი ბრაზილიელის ტყავს დახევს?
laSa
14:51 27-03-2020
2

სიახლეები პოპულარული