ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა და პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ვიტორ ბაიამ პატარა საფეხბურთო წარმოდგენა პირდაპირ პარკში დადგეს.
ვიტორ ბაია კარში ჩადგა, ხოლო რობერტო კარლოსმა ჯარიმა დაურტყა. მართალია, კედლის გარეშე, თუმცა ბურთი ისეთი ტრაექტორიით წავიდა, მას ვერც კედელი შეუშლიდა ხელს. კარლოსის დარტყმა მარცხენა ძელთან შევიდა კარებში ისე, რომ ვიტორ ბაია არც კი განძრეულა.
რობერტო კარლოსი მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2002 წელს და მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველად ითვლება. ხოლო ვიტორ ბაიას 2 მთავარი ევროთასი აქვს მოგებული: ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით