ლა ლიგა სეზონის დასრულების 3 ვარიანტს განიხილავს

AutoSharing Option
ლა ლიგა და ესპანეთის ფხბურთელების ასოციაცია სეზონის უპირობო დასრულებისთვის არიან განწყობილი და მათ 3 სავარაუდო გეგმა აქვთ.

ესპანეთის ჩემპიონატი 12 მარტს 2 ტურით შეჩერდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის უვადოდ შეაჩერეს. კლუბები 30% ზარალში არიან და განიხილება ხელფასების შემცირების გეგმა, მეტიც, ზოგიერთმა გუნდმა მნიშვნელოვნად შეამცირა ჰონორარები.

ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონატი მაისის შუარიცხვებში განახლდება და ივლისში დასრულდება. კლუბები მზად არიან, რომ კვირაში 3-ჯერ ითამაშონ. ასევე, თანახმა არიან იმაზეც, რომ მატჩების დიდი ნაწილი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.

მეორე სცენარი - ჩემპიონატის განახლება
ზაფხულში და აგვისტო-სექტემბერში დასრულება.

თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება, ლა ლიგა სექტემბერში გაგრძელდება და შემდეგი სეზონის ჩემპიონატის რიცხვები სრულიად აირევა.

ამჯამად ესპანეთში 64 ათასზე მეტი ადამიანი დაინიფიცირებულია, ხოლო გარდაცვლილია - 4 858.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული