რივალდო: ხავიმ "ბარსელონას" მწვრთნელობისთვის დრო და შემადგენლობა უნდა შეარჩიოს

AutoSharing Option
ყოფილმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რივალდომ ხავის "ბარსელონაში" მწვრთნელის რანგში დაბრუნებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ვვარაუდობ, რომ ხავი "ბარსელონას" მწვრთნელი გახდება, ვინაიდან არამარტო კარგი ადამიანია, რომელიც კლუბს შესანიშნავად იცნობს, არამედ მწვრთნელისთვის საჭირო თვისებები გააჩნია.

გარკვეულ მომენტში ის მიხვდება, რომ "ბარსას" სათავეში ჩადგომის დრო დადგა. ასეთი მოლოდინის შემდეგ ზეწოლა დიდი იქნება, რამეთუ მას გვარდიოლას მსგავსი კარიერა ჰქონდა. ხავის შეუძლია იმ სტილის გადაღება, რომელი გუნდიც ასე თამაშობდა და რომლის "მაესტროც" იყო.

ამის გაკეთება რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. მას შესაბამისი დრო და საჭირო შემადგენლობა
დასჭირდება.

როდესაც ხავი გუნდს ჩაიბარებს, ბევრი რამ ამჟამინდელ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. გასაძლიერებლად 2-3 საკვანძო მოთამაშის დამატება იქნება აუცილებელი. ეს მას გვარდიოლას "ბარსას" დონესთან მიახლოების საშუალებას მისცემს", - განუცხადა რივალდომ BetFair-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული