"მადლობა ყ..ო!" - უკრაინელ ფორვარდს ქველმოქმედება "დაუფასეს"

AutoSharing Option
Radio Marca-ს ინფორმაციით, "ალბასეტეს" უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან ზოზულიამ ესპანეთიში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

ფეხბურთელმა ალბასეტეს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებისთვის სპეციალიზებული საწოლი უყიდა.

აღნიშნული ინფორმაცია, მედია საშუალებამ "ტვიტერზე" განათავსა. გულშემატკვირებმა კომენტარებში კი უკრაინელი ფორვარდის მიმართ სხვადასხვა შინაარსის ტექსტები დაწერეს.

"ის მაინც დედამ...ლი ნაცისტია,"- დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

"მან უკვე იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე "ანტიფამ" ერთად აღებული,"- მხარი დაუჭირა უკრაინელს გულშემატკივარმა.

"ხვალ, 14 საათსა და 88 წუთზე ყველა აივანზე გამოვდივართ და რომან ზოზულიას აპლიდისმენტებით ვეგებებით,"- გაიხუმრა მესამე ფანმა.

"შესანიშნავია რომან! ყოჩაღ, მადლობა
ნაცისტო ყ..ო!" - კეთილი საქმე არ დაუკარგა კიდევ ერთმა მომხმარებელმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კაცი თავისი ქვეყნის-უკრაინის პატრიოტია და სძულს ოკუპანტი აგრესორი რუსეთი. რასაც წერენ სოციალურ ქსელებში რუსების ტროლებია და მეტი არაფერი. ჩემთვის პატივსაცემი პიროვნებაა.
გიორგი
18:34 05-04-2020
2
Twitter-ი სავსეა რუსი ტროლებით. ნორმალური ხალხი ამ ბიჭს არ შეაგინებს.
ქ. გ.
12:55 05-04-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული